აფრიკის თასზე მეორე ტური დასრულდა. ამჯერად, მატჩები E და F ჯგუფებში გაიმართა.
E ჯგუფში ალჟირმა რიად მაჰრეზის გოლით ბურკინა ფასო 1:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა, რადგან ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს და ბოლო ტურში აუტსაიდერ ეკვატორულ გვინეას შეხვდება. ბურკინა ფასოს მეტოქე სუდანი იქნება, რომელმაც მეორე ტურში ეკვატორულ გვინეას 1:0 სძლია და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.
F ჯგუფში ფავორიტების, კამერუნისა და კოტ დივუარის მატჩი ფრედ დასრულდა - მეორე ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს და - 1:1. ისინი ჯგუფსაც ლიდერობენ 4-4 ქულით. მოზამბიკის ნაკრებმა დაძაბულ ბრძოლაში, 3:2 სძლია გაბონის ნაკრებს და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა, რადგან 3 ქულა აქვს, ხოლო გაბონი უქულოდ აუტსაიდერია. ბოლო ტურში კოტ დივუარი გაბონს, ხოლო მოზამბიკი კამერუნს შეხვდება.









