„ალ-ნასრის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ Globe Soccer Awards-მა 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა ახლო აღმოსავლეთში.
პორტუგალიელმა ჯილდოს მიღების შემდეგ კომენტარი გააკეთა და თავის მიზნებზე ისაუბრა:
„მადლობა ამ ფანტასტიკური ჯილდოსთვის. ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა ფეხბურთელების, პრეზიდენტების და აგენტების ნახვა. ეს ფანტასტიკური საღამოა და ეს გალა საღამო ერთ-ერთი ჩემი ფავორიტია, რადგან ვხედავ ამდენ შესანიშნავ ადამიანს, განსაკუთრებით ჩემს მეუღლეს, რომელიც ყოველთვის მზადაა მხარი დამიჭიროს, ჩემს შვილებს, დედაჩემს, თანაგუნდელებს. რთულია თამაშის გაგრძელება, მაგრამ ვნება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი საჭიროებები და მიზნები, ამიტომ ვაგრძელებ თამაშს და სიამოვნებას ვიღებ: ვიტან გოლებს, ვიგებ ტიტულებს. იცით, რა არის ჩემი მიზნები: მინდა გავხდე ისტორიაში ყველაზე მეტი ტიტულის მქონე მოთამაშე და მივაღწიო იმ რიცხვს, რომელიც ყველამ იცით...“, - თქვა რონალდუმ, რომელმაც კარიერაში 1000 გოლის გატანა იგულისხმა.
კრიშტიანუს აქტივში ამჟამად 956 გოლია, შესაბამისად, მიზნამდე 44 გოლი აკლია. ის Globe Soccer Awards-ის ვერსიით, ზედიზედ მესამედ დასახელდა ახლო აღმოსავლეთის საუკეთესო ფეხბურთელად.









