ფეხბურთი

12:40 | 29.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "ინტერი", "იუვენტუსი" და "მილანი" ჩვენზე ძლიერები არიან, ლიდერობისთვის მზად არ ვართ"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კიდევ ერთხელ გააკეთა უცნაური განცხადება, რომ მისი გუნდი სტრუქტურულად „ინტერს“, „მილანს“ და „იუვენტუსს“ ჩამოუვარდება.

ეს იმის მიუხედავად, რომ „ნაპოლი“ მოქმედი ჩემპიონია და შემადგენლობაც ძალიან გააძლიერა:

„ნაპოლის“ მოგზაურობა ახლა იწყება. სტრუქტურულად, მზად არ ვართ ლიდერობისთვის. „იუვენტუსი“, „მილანი“ და „ინტერი“ განსხვავდებიან სხვებისგან სტრუქტურის, მეორე გუნდების, ხელფასების ხარჯებისა და აქტივების ღირებულების თვალსაზრისით. ყოველთვის, როდესაც ვინმე, ვინც ამ სამიდან ერთ-ერთი არ არის, იმარჯვებს, განსაკუთრებულ რაღაცას აკეთებს. თუ განსხვავებებია, ქვიშაში თავის დამალვა არ შეიძლება. ვმუშაობთ გულმოდგინედ და დიდი სურვილი გვაქვს, რომ ამ სამ გუნდთან შედარებით უფსკრული შევავსოთ, მაგრამ ძალიან განსხვავებულ სიტუაციებზე ვსაუბრობთ“, - თქვა კონტემ.

იტალიელი სპეციალისტის განცხადებას „ინტერის“ პრეზიდენტმა ჯუზეპე მაროტამ უპასუხა:

„არ მინდა, კონტესთან დაპირისპირებაში შევიდე, რომელიც კარგი მწვრთნელია. სკუდეტოს აშკარა ფავორიტი „ნაპოლია“, რომელმაც დიდი ინვესტიცია ჩადო და ერთი და იგივე მწვრთნელი ზედიზედ მეორე სეზონია ჰყავს. ჩვენ ყველასთან ვიბრძოლებთ, მაგრამ მოდელი შევცვალეთ“.

„ინტერის“ მწვრთნელის, კრისტიან კივუს პასუხი კი ასეთი იყო: „არ მაინტერესებს რას ამბობს კონტე. იტალიაში მიჩვეული ვართ ხმაურის შექმნას, მაგრამ მე ამას არ გავაკეთებთ. ვისაც სურს ამის გაკეთება, შეუძლია გააგრძელოს კეთება, თუმცა, ჩვენ მუშაობთ, რომ კონკურენტუნარიანები ვიყოთ“.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს „ინტერი“ 36 ქულით ლიდერობს, მაგრამ „მილანს“ მხოლოდ ერთი და „ნაპოლის“ ორი ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094196