NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ „გოლდენ სტეიტ უორიორზს“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში, 141:127 დაამარცხა.
მატჩის ბედი ოვერტაიმში გადაწყდა. ძირითადი დრო ფრედ, 122:122 დასრულდა, ხოლო დამატებით ხუთწუთეულში მასპინძლებმა მეტოქეს 19:5 აჯობეს.
სანდრო მამუკელაშვილმა 22 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი, 13 ქულა, 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 7-დან 5 ორქულიანი და 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმო არ უსვრია.
ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი სტეფ კარი იყო, რომელმაც 39 ქულა მიითვალა, ხოლო „ტორონტოში“ საოცარი თამაში ჰქონდა სკოტ ბარნსს, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა - 23 ქულა, 25 მოხსნა, 10 პასი! შესანიშნავები იყვნენ ბრენდონ ინგრემი (26 ქულა, 4 მოხსნა, 6 პასი) და იმანუელ კიკლი (27 ქულა, 4 მოხსნა, 7 პასი).
„ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 19 მოგებით და 14 წაგებით მეოთხე ადგილზეა, ხოლო მომდევნო შეხვედრას 30 დეკემბერს, შინ „ორლანდო მეჯიქთან“ გამართავს.







