ფეხბურთი

13:10 | 29.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსის" სპორტულ დირექტორად ხორდი კრუიფი დაინიშნა

ამსტერდამის „აიაქსმა“ ხორდი კრუიფთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია სპორტულ დირექტორად დანიშვნასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდური კლუბი ავრცელებს.

51 წლის სპეციალისტი სამუშაოს 2026 წლის თებერვლის დასაწყისში დაიწყებს. კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.

კრუიფი ბოლო დროს ინდონეზიის ფეხბურთის ფედერაციაში მრჩევლად მუშაობდა. მანამდე ის „ბარსელონაში“ მაღალ თანამდებობას იკავებდა, სადაც კლუბის სპორტულ განვითარებაზე იყო პასუხისმგებელი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097189