ფეხბურთი

13:44 | 29.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტონი კროოსი: "გამიმართლა, რომ 10 წელი მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვთამაშობდი"

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ტონი კროოსმა „სამეფო კლუბზე" ისაუბრა. გერმანელის სიტყვებს AS ციტირებს.

„მსოფლიოს საუკეთესო კლუბი? პასუხი მარტივია: „რეალ მადრიდი“. გამიმართლა, რომ 10 წლის განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვთამაშობდი. ეს იყო ყველაზე წარმატებული პერიოდი, სწორედ აქ ვგრძნობდი თავს საუკეთესოდ. ჩვენ ბევრს მივაღწიეთ. კლუბი დიდ ოჯახს ჰგავდა. ეს ჩემი კარიერის საუკეთესო წლები იყო“, - თქვა კროოსმა.

შეგახსენებთ, რომ ტონი კროოსმა "რეალის" მაისურით 2014-2024 წლებში 465 მატჩში 28 გოლის გატანა მოახერხა და სწორედ ესპანურ გრანდში დაასრულა კარიერა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090716