NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგი სათამაშო დღე გაიმართა, სადაც სანდრო მამუკელაშვილის "ტორონტო რეპტორსმა" საკუთარ მოედანზე "გოლდენ სტეიტ უორიორსს" უმასპინძლა და მეტოქე ოვერტაიმში 141:127 დაამარცხა.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ყველაფერი კი ოვერტაიმში გადაწყდა, სადაც "ტორონტომ" გაცილებით კარგად ითამაშა 19:5 მოიგო და საბოლოოდ მიმდინარე სეზონში მე-19 გამარჯვება მოიპოვა.
სანდრო მამუკელაშვილმა დღევანდელი შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და პარკეტზე 21:48 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულას, 6 მოხსნას, 2 ჩაჭრას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. ქართველმა 7-დან 5 ორქულიანი და 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.
შეგახსენებთ, რომ "ტორონტო" 19 მოგებითა და 14 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს, მომდევნო მატჩს კი 30 დეკემბერს "ორლანდოს" წინააღმდეგ გამართავს.







