„ბენფიკას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ პორტუგალიის ჩემპიონატის მე-16 ტურის მატჩში „ბრაგასთან“ ფრის (2:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისმა გუნდმა ფაქტობრივად გაიმარჯვა.
პორტუგალიელი ექსპერტის თქმით, პირველი ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა შესვენების შემდეგ მოედანზე მხოლოდ „ბენფიკა“ დომინირებდა:
„პირველ ტაიმში „ბრაგა“ უკეთესი იყო. მეორე ტაიმში მხოლოდ „ბენფიკა“ იყო მოედანზე. ფეხბურთელებმა პასუხისმგებლობა აიღეს. სამი სუფთა გოლი გავიტანეთ. ეს მომენტი სათადარიგოთა სკამიდან ვნახე და შემდეგ გამეორებას ვუყურე - გოლი სუფთა იყო. ჩვენ მოვიგეთ.
მსაჯებისთვის რთული თამაში იყო - მაღალი ტემპი და ინტენსივობა. თუმცა, VAR-ის შეცდომამ გადაწყვიტა მატჩის შედეგი. არიან კლუბები, რომლებიც შეცდომების წყალობით იმარჯვებენ და არიან ისეთებიც, რომლებიც ქულებს სწორედ მათ გამო კარგავენ“, - თქვა მოურინიომ.
აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში მსაჯმა ორივე გუნდისთვის ორ-ორი გოლი გააუქმა. „ბენფიკა“ უკვე შვიდი ქულით ჩამორჩება „პორტუს“ და ხუთი ქულით - „სპორტინგს“.







