ფეხბურთი

16:59 | 29.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"სიტი" სემენიოს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს

„მანჩესტერ სიტი“ „ბორნმუთის“ ფეხბურთელის, ანტუან სემენიოს შეძენასთან ახლოსაა.

ამ კვირაში „სიტი“ „ბორნმუთთან“ მოლაპარაკებებს კიდევ გამართავს, რათა ტრანსფერი დაასრულოს. ფეხბურთელთან სიტყვიერი შეთანხმების შემდეგ „ქალაქელები“ თავდაჯერებული არიან, მიუხედავად იმისა, რომ ნოემბრიდან მოყოლებული ტრანსფერზე „ლივერპულიც“ აქტიურობს.

ანტუან სემენიომ „ბორნმუთის“ რიგებში 2022 წლიდან 106 მატჩში 30 გოლი გაიტანა. მანამდე განელი შემტევი „ბრისტოლში“, „ნიუპორტში“, „სანდერლენდში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.0854