ფეხბურთი

16:30 | 29.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფელიპე ლუისმა "ფლამენგოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

„ფლამენგომ“ ფელიპე ლუისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. 40 წლის სპეციალისტი ბრაზილიურ კლუბში შესანიშნავად მუშაობს, რაც დაუფასდა.

მან ხელშეკრულება 2027 წლის ბოლომდე განაახლა. ფელიპე ლუისი „ფლამენგოს“ 2024 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობს და გუნდს ბრაზილიის ჩემპიონატი, თასი, სუპერთასი და ლიბერტადორესის თასი მოაგებინა.

საფეხბურთო კარიერაში ლუისმა საუკეთესო წლები მადრიდის „ატლეტიკოში“ გაატარა, ხოლო კარიერა სწორედ „ფლამენგოში“ დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170636