ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ტრანსფერები არ გამორიცხა.
როგორც ესპანელა აღნიშნა, გუნდის გაძლიერებას ეცდებიან:
“იანვარში გუნდის გაძლიერებას აქტიურად ვეცდებით. გარკვეული მოთამაშეების ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე, სატრანფერო ფანჯარა არსებობს, ვგულისხმობ, ჩვენ არსენალი ვართ და ეს უნდა განვიხილოთ. ჩვენი საქმეა, კარგად მოვემზადოთ, რადგან შეიძლება რაღაც მოხდეს“, - თქვა არტეტამ.






