ფეხბურთი

19:12 | 29.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდი: "სიტიში" წნეხი ბუნებრივია, მომწონს, როდესაც მოლოდინი მაღალია"

ერლინგ ჰოლანდმა „მანჩესტერ სიტის“ შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას მოსწონს ის ზეწოლა, რომელიც აქვს. როგორც ნორვეგიელმა თქვა, „სიტიში“ თამაშს წნეხი თავისთავად ახლავს:

„მე ავირჩიე „მანჩესტერ სიტისთან“ მრავალი წლის განმავლობაში ასოცირება და ამას გარდაუვლად დიდი ზეწოლა მოჰყვება. თუმცა, ეს მსიამოვნებს. ნორმალურია, როდესაც მოლოდინები მაღალია: თუ სხვები ბევრს მოითხოვენ ჩემგან, მეც იგივეს ვაკეთებ ჩემს გარშემო მყოფებთან. ეს ორმხრივი გაცვლაა. ჩემი საქმეა კლუბი იქ დავაბრუნო, სადაც ყოფნას იმსახურებს. პირველი კაპიტანი ვიქნები თუ მეხუთე, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თავს კაპიტნად ვგრძნობ თავისებურად: მინდა, რომ კლუბს ლიდერობა გავუწიო, მაგალითი მივცე და განვითარებაში დავეხმარო, არა მხოლოდ, როგორც გუნდს, არამედ როგორც კლუბს“, - თქვა ჰოლანდმა.

შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდი „მანჩესტერ სიტიში“ 2022 წლიდან თამაშობს და დღემდე 170 მატჩში 149 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.173214