სხვა

18:27 | 29.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ენტონი ჯოშუა მძიმე ავტოავარიაში მოჰყვა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა

ბრიტანელი მოკრივე ენტონი ჯოშუა მძიმე ავტოკატასტროფაში მოჰყვა.

ნიგერიაში, ლაგოსი-იბადანის გზატკეცილზე, მისი ლექსუსის მარკის ავტომობილი სატვირთო მანქანას დაეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.

ჯოშუა მანქანიდან ცოცხალი გადმოიყვანეს, საავადმყოფოში გადაიყვანეს და ნიგერიული მედია იტყობინება, რომ ის თავს კარგად გრძნობს, მიუხედავად საშინელი მომენტებისა, რაც პირადად განიცადა.

ჯოშუა ნიგერიაში ისვენებდა ჯეიკ პოლთან ბრძოლისა და გამარჯვების შემდეგ. ენტონი ჯოშუა ტიტულოვანი სპორტსმენია, 2012 წელს ოლიმპიური ოქროც მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094632