ფეხბურთი

20:27 | 29.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს დირექტორი: "ახლა საუბარი ადვილია, მაგრამ ვიტინია და ჟოაო ნევეში შესაბამისად ფასად ვიყიდეთ"

პსჟ-ს სპორტულმა დირექტორმა ლუიშ კამპუშმა ჟოაო ნევეშსა და ვიტინიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ახლა საუბარი ადვილია, მაგრამ თავის დროზე ორივე ფეხბურთელი შესაბამისად ფასად შეიძინა:

„ბოლო წლებში ხშირად მესმის ეს ფრაზა. „პორტუშიც“ იგივეს ამბობენ: „ვიტინია 40 მილიონ ევროდ იყიდეთ“. ახლა, როდესაც ისინი „აფეთქდნენ“, სხვა გალაქტიკის მოთამაშეები არიან და გაცილებით მაღალი ღირებულება აქვთ, ამაზე საუბარი ადვილია. ვფიქრობ, რომ იმ დროს ჟოაო ნევეშის სანაცვლოდ სწორი ფასი გადავიხადეთ. მჯერა, რომ ლუის ენრიკემ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჟოაოს შემდეგ დონეზე ასვლაში და ვიცი, რომ ლუის ენრიკესთან და მის თანაგუნდელებთან ერთად - რადგან ვიტინია, ნუნო მენდეში და გონსალო რამოში მისგან ბევრს ითხოვენ - ჟოაო გააგრძელებს პროგრესს. დღეს ადვილია იმის თქმა, რომ ის დაბალ ფასად გაიყიდა, მაგრამ იმ დროს ვფიქრობ, რომ ეს სწორი ფასი იყო“, - თქვა კამპუშმა.

შეგახსენებთ, რომ ვიტინია და ჟოაო ნევეშინ პსჟ-ს ნახევარდაცვის მთავარი ფიგურები არიან და გუნდის ლიდერებად იქცნენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096166