„ალ-ჰილალის“ ფეხბურთელი ჟოაო კანსელო შესაძლოა ევროპაში დაბრუნდეს. როგორც ესპანური მედია იტყობინება, 31 წლის პორტუგალიელი მცველი სიმონე ინძაგის გეგმებში არ შედის და არაბები მზად არიან იანვარში მას შეელიონ.
უფრო მეტიც, „ალ-ჰილალი“ თანახმაა კანსელო იჯარით გაუშვას და მისი მაღალი ხელფასის ნაწილიც გადაიხადოს, რადგან ხელფასი ახალი გუნდის მოსაძებნად შეიძლება პრობლემა იყოს. ჟოაოს აგენტი ჟორჟე მენდეში მუშაობას ამ საკითხზე.
Sport-ი იტყობინება, რომ ინტერესს პრემიერლიგის რამდენიმე კლუბი და პორტუგალიის წამყვანი გუნდები იჩენენ.
ჟოაო კანსელომ „ალ-ჰილალში“ 2024 წლიდან 45 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მას კარიერის განმავლობაში „ბარსელონაში“, „ბაიერნში“, „მანჩესტერ სიტიში“, „იუვენტუსში“, „ინტერში“, „ვალენსიასა“ და „ბენფიკაში“ უთამაშია.







