ფეხბურთი

23:00 | 29.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

მატია პერინი "ჯენოაში" დაბრუნებასთან ახლოსაა

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე მატია პერინი სავარაუდოდ იანვარში „ჯენოას“ შეუერთდება.

იტალიური მედიის ცნობით, გამოცდილმა მეკარემ გენუურ კლუბთან პირად კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია. ახლა, მოლაპარაკებები კლუბებს შორის მიმდინარეობს, მაგრამ სავარაუდოდ, ისინიც შეთანხმდებიან, მაგრამ იქამდე, „იუვემ“ უნდა იპოვოს სათადარიგო მეკარე, რომელიც პერინს შეცვლის.

მატია პერინი „იუვენტუსს“ 2018 წელს შეუერთდა და მას შემდეგ 60 მატჩი ჩაატარა, ხოლო „ჯენოაში“ ის 2010-2018 და 2019-2021 წლებში თამაშობდა, შესაბამისად, გუნდს ძალიან კარგად იცნობს. კარიერის განმავლობაში ასევე უთამაშია „პადოვასა“ და „პესკარაში“.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.092083