ფეხბურთი

1:01 | 30.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

მაროკო და მალი აფრიკის თასის მერვედფინალში

აფრიკის თასზე ჯგუფური ეტაპი მესამე ტურით A ჯგუფშიც დასრულდა, შედეგად, ორი მერვედფინალისტი გაირკვა.

მასპინძელმა მაროკომ 3:0 აჯობა ზამბიას და 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, შესაბამისად, პლეი-ოფშია. მალი უგოლოდ დაუზავდა კომორის კუნძულებს, მაგრამ ეს ქულა ეყო მერვედფინალისთვის, რადგან სამი ქულით მეორე ადგილი ერგო.

ზამბია 2 ქულით ბოლო ადგილზე გავიდა და ტურნირი დაასრულა, ხოლო ასევე 2 ქულით კომორის კუნძულები მესამე საფეხურზე გავიდა, მაგრამ მას გაუჭირდა ოთხ საუკეთესო მესამეადგილოსანში მოხვედრა.

აფრიკის თასზე მერვედფინალის საგზური მაროკომ, მალიმ, ეგვიპტემ, სამხრეთ აფრიკამ, ნიგერიამ და ალჟირმა უკვე მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.099325