ფეხბურთი

1:46 | 30.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"რომამ" მეოთხე ადგილი დაიბრუნა

იტალიის სერია A-ს მე-17 ტური „რომასა“ და „ჯენოას“ მატჩით დასრულდა, რომელშიც მასპინძლებმა 3:1 მოიგეს.

ყველაფერი პირველ ტაიმში გადაწყდა, როდესაც რომაელებმა მეტოქეს სამჯერ გაუტანეს: ანგარიში მატიას სულემ გახსნა, შემდეგ მანუ კონემ და ევან ფერგიუსონმა შეაგდეს. „ჯენოამ“ მატჩის ბოლოს პრესტიჟის გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ „სტადიო ოლიმპიკო“ განსაკუთრებული ოვაციებით დახვდა დანიელე დე როსის, რომელიც „ჯენოას“ მწვრთნელია. დე როსიმაც ტიფოზებს მადლობა მატჩის შემდეგ გადაუხადა, როცა კურვა სუდთან მივიდა...

„რომა“ 33 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში „ატალანტას“ ესტუმრება, ხოლო „ჯენოა“ 14 ქულით მე-17 საფეხურზეა და „პიზას“ უმასპინძლებს.

თეგებირომასერია A
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088726