ფეხბურთი

1:56 | 30.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძის 90 წუთი, "უოტფორდი" პლეი-ოფის ზონაში შევიდა

ინგლისის ჩემპიონშიფის 24-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ „ნორვიჩ სიტის“ ესტუმრა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

დაძაბული შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 90-ე წუთზე ვივალდო სემედომ გაიტანა - 0:1. ჩაკვეტაძე მოედანზე შეუცვლელად იყო. ქართველ ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში 8 მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა შედეგიანი მოქმედებით თავი არ გამოუჩენია.

„უოტფორდმა“ ზედიზედ მესამედ მოიგო, 38 ქულა დააგროვა და პლეი-ოფის ზონაში აღმოჩნდა, მეექვსე ადგილზე, ხოლო მომდენო ტურში პირველ იანვარს, „ბირმინგემ სიტის“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.164974