რობერტ ლევანდოვსკიმ დაადასტურა, რომ 2022-2023 წლების სეზონის მიწურულს „ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ სთხოვა, რომ ლა ლიგაში გოლები აღარ გაეტანა.
საქმე ისაა, რომ შეთანხმების საფუძველზე, „ბაიერნს“ 2.5 მილიონი ევროს ბონუსი უნდა მიეღო, თუ ლევანდოვსკი ლა ლიგის სეზონს მინიმუმ 25 გოლით დაასრულებდა. ბოლო ორი ტურის წინ კი, პოლონელის აქტივში 23 გოლი იყო და კლუბმა მას სთხოვა მეტი გოლი აღარ გაეტანა, მიუხედავად იმისა, ბომბარდირობისთვის იბრძოდა.
„სინამდვილეში არ მინდა ამაზე საუბარი. ძალიან დიდ პატივს ვცემ „ბარსელონას“ და იქ მომუშავე ადამიანებს. ვიცოდი კლუბის მდგომარეობის შესახებ. ბევრი სხვა სიტუაციაც იყო, როდესაც კლუბის საკეთილდღეოდ პირადად რაღაცის გაწირვა გიწევდა. მოკლედ, საქმე ეხებოდა ბონუსს, რომელიც უნდა გადაეხადა ჩემს მიერ გატანილი გოლების რაოდენობის მიხედვით. იმ დროს „ბარსელონა“ ყოველ ევროს ითვლიდა. ბონუსი მცირე თანხა არ იყო. პირადად ჩემთვის ეს არაფერს შეცვლიდა, ამიტომ პრობლემა ნამდვილად არ მქონდა“, - თქვა ლევანდოვსკიმ.
აქვე გეტყვით, რომ საბოლოო ჯამში, ლევანდოვსკიმ ბოლო ორივე მატჩში ითამაშა, მაგრამ გოლი არ გაუტანია. მან სეზონი 23 გოლით დაასრულა და მაინც მოიგო პიჩიჩი, ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირის ჯილდო - კარიმ ბენზემას გაუსწრო.






