აფრიკის ერთა თასის მასპინძელმა მაროკომ ორშაბათს რაბათში, პრინც მულაი აბდელას სტადიონზე ზამბია 3:0 დაამარცხა, ბრწყინვალედ დაასრულა A ჯგუფში გამოსვლა და მარტივად გავიდა 1/16 ფინალში.
მაროკოს გამარჯვება ასევე აღნიშნა მათი ერთ-ერთი ვარსკვლავი მოთამაშის, აშრაფ ჰაქიმის დაბრუნებით, რომელიც ნოემბრის დასაწყისიდან „პარი სენ-ჟერმენში“ მიღებული ტერფის ტრავმის გამო ვერ თამაშობდა.
საღამოს ყველაზე ხმამაღალი აპლოდისმენტები, სწორედ ჰაქიმის ერგო, როდესაც ის 64-ე წუთზე ნუსერ მაზრაუის ნაცვლად შეცვლაზე შევიდა.
მარჯვენა მცველი თამაშის შემდეგ შესანიშნავად გამოიყურებოდა და მისი დაბრუნება დიდ სტიმულს მისცემს მაროკოელთა მთავარ მწვრთნელს, ვალიდ რეგრაგის, რომელიც მეორე ტურში მალის წინააღმდეგ მისი გუნდის რეკორდული გამარჯვებების სერიის დასრულების შემდეგ ზეწოლას განიცდიდა.
მაროკო, რომელიც შემდეგ ეტაპზე ჯგუფის გამარჯვებულის სტატუსით გავიდა, ახლა 4 იანვარს რაბათში C, D ან E ჯგუფებიდან ერთ-ერთ საუკეთესო მესამეადგილოსანს დაუპირისპირდება.







