სტატისტიკური პორტალის, Opta-ს მონაცემებით, სერია A-ს გუნდებს შორის „რომამ“ 2025 წელს ყველაზე მეტი გამარჯვება მოიპოვა - 26.
ეს მეოთხე შემთხვევაა, როდესაც „რომამ“ უმაღლეს დივიზიონში კალენდარული წლის განმავლობაში 25-ზე მეტჯერ მოიგო: წინა 26 გამარჯვება 2006 და 2016 წლებში დაფიქსირდა, ხოლო 28 - 2017 წელს.
2025 წელს „რომამ“ 82 ქულა დააგროვა. „ინტერმა“ 77 ქულა, ხოლო „ნაპოლიმ“ 75.
2025/26 წლების სეზონში „რომა“ 17 თამაშის შემდეგ იტალიის ჩემპიონატის ცხრილში 33 ქულით მეოთხე ადგილზეა. „ინტერი“ 36 ქულით ლიდერობს.






