ფეხბურთი

12:24 | 30.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

„მსოფლიო ჩემპიონატის შემოსავალი ფეხბურთს დაუბრუნდება“ - ინფანტინო ბილეთების მაღალ ფასებზე

დუბაიში გამართულ მსოფლიო სპორტის სამიტზე ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ უპასუხა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთების მაღალ ფასებთან დაკავშირებულ კრიტიკას. ინფანტინომ განაცხადა, რომ ეს ფასები აუცილებელია ტურნირის ხარჯების დასაფარად და 150-ზე მეტ ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების მხარდასაჭერად.

„მნიშვნელოვანია, რომ აქედან მიღებული შემოსავალი რეინვესტირდეს თამაშის განვითარებისთვის მთელ მსოფლიოში.

ფიფას გარეშე ფეხბურთი 150 ქვეყანაში არ იარსებებდა. ფეხბურთი არსებობს მსოფლიო ჩემპიონატიდან მიღებული შემოსავლის წყალობით, რომლის რეინვესტირებას ჩვენ ვახდენთ მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა ინფანტინომ.

ბევრმა გულშემატკივარმა ადრე გამოთქვა უკმაყოფილება ბილეთების მაღალი ფასების გამო, რომლებიც მნიშვნელოვნად აღემატება ფიფას წინა ტურნირების ფასებს. სიტუაცია გამწვავდა მსოფლიო ჩემპიონატისთვის პარკირების საშვების გაყიდვის შესახებ ინფორმაციის შემდეგ.

2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისამდე კანადაში, აშშ-სა და მექსიკაში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.167962