ფეხბურთი

13:10 | 30.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

სლოტი: „ახალი მოთამაშეების შეძენისას ყველა ხარჯი ეფექტური არ გამოდგა“

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი არნე სლოტი მიიჩნევს, რომ გუნდმა ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გააცნობიერა ტრავმების სერიის გამო ტრანსფერებზე დიდი ხარჯების გავლენა.

„ვფიქრობ, ბევრმა უკვე გააკეთა კომენტარი ჩვენს მიერ დახარჯულ თანხებზე. მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა არ გამოდგა ეფექტური და ეს ამ მოთამაშეების ტრავმების გამოა“, - ციტირებს ESPN ნიდერლანდელი სპეციალისტის სიტყვებს.

ამჟამად დაშავებულთა სიაში არიან 26 წლის შვედი თავდამსხმელი ალექსანდერ ისაკი, 19 წლის იტალიელი მცველი ჯოვანი ლეონი და 25 წლის ნიდერლანდელი მცველი ჯერემი ფრიმპონგი.

ამ სამი მოთამაშის „ლივერპულში“ ტრანსფერების ჯამური ღირებულება დაახლოებით 230 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093857