NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქს“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 107:106 დაამარცხა.
ბოლო პერიოდის წინ „ტორონტო“ 10 ქულით აგებდა, მაგრამ დასკვნით მეოთხედში მეტოქეს აშკარად აჯობა და საბოლოო გამარჯვებაც მოიპოვა.
მამუკელაშვილმა 23 წუთში 13 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 7-დან 5 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 3 სამქულიანი ააცილა.
ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა გოგა ბითაძე, რომელმაც 16 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 2 ქულა, 5 მოხსნა და 2 დაფარება დააგროვა. გოგამ 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 1 საჯარიმო ააცილა.
„ორლანდოში“ საუკეთესო პაოლო ბანკერო იყო სამმაგი დუბლით - 23 ქულა, 15 მოხსნა, 10 პასი, ხოლო „ტორონტოში“ ჯამალ შედი გამოირჩა 19 ქულით.
„ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 20 მოგებით და 14 წაგებით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 1 იანვარს შინ „დენვერთან“ გამართავს. „ორლანდო“ 18 მოგებით და 15 წაგებით მეექვსე ადგილს იკავებს და მომდევნო მატჩს 31 დეკემბერს სტუმრად „ინდიანასთან“ ჩაატარებს.







