Transfermarkt-მა დაასახელა ფეხბურთელები, რომლებსაც 2025 წელს ყველაზე მეტად დაკარგეს ღირებულება.
„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველ ფილ ფოდენს ყველაზე მეტად დააკლდა სატრანსფერო ფასი. წლის დასაწყისში მისი საბაზრო ღირებულება 140 მილიონი ევრო იყო, მაგრამ დეკემბრისთვის 60 მილიონი ევროთი შემცირდა.
ყველაზე მეტად გაიაფებულ მოთამაშეთა სიაში მეორე ადგილზეა ფოდენის თანაგუნდელი როდრი, რომლის ღირებულებაც 55 მილიონი ევროთი შემცირდა - 130 - დან 75 მილიონ ევრომდე. მესამე ადგილზეა მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი ვინისიუსი, რომლის სატრანსფერო ღირებულებაც 50 მილიონი ევროთი შემცირდა - 200 მილიონი ევროდან 150 მილიონ ევრომდე.









