„ლაციოს“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ გულის ოპერაცია გაიკეთა. ამის შესახებ იტალიური კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა განაცხადა.
ოპერაცია წარმატებით დასრულდა. მწვრთნელი გუნდთან მუშაობას უახლოეს დღეებში განაახლებს. სარი „ლაციოში“ 2021 წლიდან 2024 წლამდე მუშაობდა და გუნდს 2025 წლის ზაფხულში დაუბრუნდა.
მისი სამწვრთნელო რეზიუმე ასევე მოიცავს „იუვენტუსს“, „ჩელსის“, „ნაპოლის“ და კიდევ რამდენიმე კლუბს. მან ლონდონელებთან ერთად მოიგო ევროპა ლიგა, ხოლო ტურინულ კლუბთან ერთად სერია A-ს ტიტული.






