ოლიმპიურ მუზეუმში გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2025 წლის ნომინაციებში გამარჯვებულ ძიუდოისტებთან შეხვედრა. ჩვენი ძიუდოსიტები იაპონიაში გადიოდნენ საწვრთნელ შეკრებას და ვერ დაესწრნენ სეოკ-ის გალა-დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას. სამშობლოში დაბრუნებულებს კი სეოკ-ის პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლერი ხაბელოვმა პირადად გადასცა მათთვის განკუთვნილი სპეციალური ჯილდოები და ახალი წარმატებები უსურვა.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით 2025 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენები გახდნენ მსოფლიოს ჩემპიონები - ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი და მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, წლის საუკეთესო გუნდად დასახელდა ძიუდოსტთა ეროვნული ნაკრები, რომელმაც წლეულს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულები მოიპოვა, წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო გადაეცა კახაბერ მოცრაძეს - ძიუდოისტ ქალთა ნაკრების მწვრთნელს.
GEONOC.ORG.GE









