„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა ხავი გრასიამ ჩემპიონშიფში „ნორვიჩ სიტისთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, მისი გუნდის სულისკვეთებით ამაყობს და დარწმუნებულია, რომ დროთა განმავლობაში უფრო გაძლიერდებიან:
„ზედიზედ სამი გამარჯვების მოპოვება საოცარია! გუნდის სულისკვეთება, რომელშიც ყველა მოთამაშე მონაწილეობს, ნამდვილად საამაყოა. სათადარიგო მოთამაშეებმა იციან, რომ რაღაცის ნაწილი არიან და ჩემთვის და გუნდისთვის იგივე მნიშვნელობა აქვთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მათ სჯერათ, რომ ამის გაკეთება შეუძლიათ.
ძალიან დაძაბული თამაში იყო, ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ. ვიცოდით, რომ თუ გოლს არ დავუშვებდით და კარგად დავიცავდით თავს, შანსები გვექნებოდა. ახალგაზრდა გუნდი ვართ და მათ დღითი დღე უნდა ისწავლონ. მჯერა, რომ სეზონის ბოლოს უკეთესი გუნდი ვიქნებით“, - თქვა გრასიამ.
„უოტფორდმა“ ზედიზედ მესამედ მოიგო, 38 ქულა დააგროვა და პლეი-ოფის ზონაში აღმოჩნდა, მეექვსე ადგილზე, ხოლო მომდენო ტურში პირველ იანვარს, „ბირმინგემ სიტის“ უმასპინძლებს.






