თურქული წყაროების ცნობით, სტამბოლის „ფენერბაჰჩე“ „მილანის“ თავდამსხმელ კრისტოფერ ნკუნკუთი სერიოზულ ინტერესს იჩენს და მის სანაცვლოდ 30-35 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს.
კლუბი ერთდროულად ორ სცენარს განიხილავს - თავდამსხმელის იჯარით გაცემას ან სრულ ტრანსფერს. ამავდროულად, 28 წლის ფრანგს ასევე აკვირდებიან ინგლისის პრემიერლიგისა და გერმანიის ბუნდესლიგის წარმომადგენლები, რამაც შესაძლოა მოლაპარაკებები გაართულოს.
ნკუნკუს მიმდინარე კონტრაქტი „მილანთან“ 2030 წლის ზაფხულამდეა ძალაში. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 15 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.






