„ბარსელონას“ ნახევარმცველმა პედრიმ ტრავმა მოირჩინა და კლუბს დაუბრუნდება.
AS-ის ცნობით, ნახევარმცველი სრულად გამოჯანმრთელდა და შეძლებს მონაწილეობა მიიღოს შემდეგ მატჩში „ესპანიოლის“ წინააღმდეგ, რომელიც 2026 წლის 3 იანვარს გაიმართება. გარდა ამისა, მხრის ტრავმის შემდეგ, დანი ოლმოს დაბრუნებას ვარაუდობენ.
მიმდინარე სეზონში პედრიმ „ბარსელონას“ მაისურით ყველა ტურნირზე 19 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა გააკეთა.
ამჟამად, ესპანეთის ჩემპიონატს 46 ქულით „ბარსელონა“ ლიდერობს და „რეალს“ ოთხი ქულით უსწრებს.





