ფეხბურთი

19:26 | 30.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსი შესაძლოა საფრანგეთის ჩემპიონატში დაბრუნდეს

სერხიო რამოსი ამჟამად თავისუფალი აგენტია „მონტერეიდან“ წასვლის შემდეგ , სადაც ის 2025 წლის თებერვლიდან თამაშობდა.

Onze Mondial-ის ცნობით, 39 წლის მცველმა შესაძლოა კარიერა საფრანგეთში გააგრძელოს და ფეხბურთელის დასამატებლად ბრძოლაში „ნიცა“ ჩაერთო. მხარეებს შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ რამოსს ლიგა 1-ში თამაშის გამოცდილება უკვე ჰქონდა. 2021 წლიდან 2023 წლამდე ის პსჟ-ში თამაშობდა, ყველა ტურნირზე 58 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. პარიზში ის ორჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი.

საინტერესოა ისიც, რომ „ნიცა“ ჯიმ რეტკლიფის საკუთრებაა, რომელიც ასევე „მანჩესტერ იუნაიტედის“ აქციონერია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.169413