„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ვიტინიამ Marca-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი კუმირი ანდრეს ინიესტა იყო. პორტუგალიელმა ფავორიტ ფეხბურთელებში ლუკა მოდრიჩიც დაასახელა.
„ინიესტა ჩემი მთავარი მისაბაძი მაგალითი იყო, ელეგანტურობისა და ტაქტიკური ინტელექტის მაგალითი. შემდეგ, რა თქმა უნდა, ლუკა მოდრიჩი. ამ ორმა მოთამაშემ ჩამოაყალიბა ჩემი ფეხბურთის ხედვა.
შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ იდეალური წელიწადი გვქონდა? თითქმის. სამწუხაროა, რომ საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატზე ფინალი წავაგეთ, მაგრამ 2025 წელი განსაკუთრებული წელი იყო. ახლა ამ გზაზე უნდა გავაგრძელოთ სვლა, კიდევ უფრო მაღალი მიზნები დავისახოთ და თუ შესაძლებელია, გავაუმჯობესოთ შედეგები“, - თქვა ვიტინიამ.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ 2025 წელს ექვსი ტიტული მოიგო, ხოლო ვიტინია გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო.






