ფეხბურთი

20:00 | 30.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

საბა გოგლიჩიძით იტალიური გუნდი დაინტერესდა

"უდინეზეს" მცველი საბა გოგლიჩიძე შესაძლოა "ტორინოში" გადავიდეს, რომელსაც ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მინიმუმ ერთი მცველის დამატება სურს, რის შესახებაც ადგილობრივი მედია იტყობინება.

Torinocronaca-ს ცნობით, სპორტული დირექტორის, ჯანლუკა პეტრაკის სიაში ამჟამად სამი ფეხბურთელია: პირველი ვარიანტია ლუკა მარიანუჩი (ნაპოლი), მაგრამ ტურინელებს ალტერნატიული ვარიანტებიც ჰყავთ - საბა გოგლიჩიძე და დანიელე გილარდი (რომა).

გოგლიჩიძეს „უდინეზეში“ სათამაშო დროის პრობლემა აქვს, სერია A-ს მიმდინარე სეზონში მხოლოდ 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ბოლო 9 მატჩიდან ერთადერთხელ იყო მოედანზე, თანაც ერთი წუთით. ამიტომ, უდინელები შეიძლება იჯარით მის გასხვისებას დათანხმდნენ.

„ტორინოსთვის“ ქართველი ცენტრალური მცველი უცხო სულაც არაა, რადგან 2023 წლიდან ამ კლუბში საბა საზონოვი ირიცხება. თუმცა, ის მთავარი მწვრთნელის, მარკო ბარონის გეგმებში არ შედის, ამიტომ, დიდი შანსია, რომ იანვარში საზონოვს ტურინული გუნდის დატოვება მოუწიოს.

რაც შეეხება საბა გოგლიჩიძეს, „უდინეზემ“ 21 წლის ქართველი გასულ ზაფხულს „ემპოლიდან“ შეიძინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.164193