ფეხბურთი

22:40 | 30.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულმა" სტანდარტული სიტუაციების მწვრთნელი გაათავისუფლა

„ლივერპულიდან“ სტანდარტული სიტუაციების მწვრთნელი აარონ ბრიგსი დაითხოვეს, რომელიც არნე სლოტის სტაფში 2024 წლიდან მუშაობდა.

მიმდინარე სეზონში ინგლისურ გუნდს სხვა პრობლემებთან ერთად, მთავარი პრობლემა სწორედ სტანდარტულებიდან შეექმნა, საიდანაც პრემიერლიგაში ყველაზე მეტი გოლი აქვს გაშვებული (12).

გარდა იმისა, რომ გუნდი სტანდარტებზე დაცვაში თავს კარგად ვერ იცავს, ვერც შეტევაში ქმნის ხიფათს და ამ კომპონენტით გოლის გატანა ძალიან უჭირს. ამიტომაც, კლუბმა ბრიგსთან განშორების შესახებ გამოაცხადა.

მიუხედევად იმისა, რომ „ლივერპულის“ სეზონი მძიმედ მიმდინარეობდა, ბოლო შვიდ მატჩში არ დამარცხებულა და პრემიერლიგაში 32 ქულით ოთხეულშიც შეაღწია. არნე სლოტის გუნდი ბოლო დროს კარგ ფორმაშია, რაც შედეგებშიც აისახა.

თეგებილივერპული
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092911