კალათბურთი

1:15 | 31.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის 10 და ბურჯანაძის 5 ქულა ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-13 ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ბექა ბურჯანაძის „გრანადას“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში, 80:75 დაამარცხა.

„ტენერიფეს“ ჩემპიონატის აუტსაიდერთან მოულოდნელად ძალიან გაუჭირდა და ბოლო წამებზე მოახერხა გამარჯვების მოპოვება.

შერმადინმა 26 წუთში 10 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 4 ორქულიანი და 6-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მარგი ქმედების კოეფიციენტი 19-ს გაუტოლდა.

ბურჯანაძემ 12 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 5 ქულით, 4 მოხსნით და 1 პასით გამოირჩა. ბექამ 3-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 5 იყო.

„ტენერიფე“ ლიგა ენდესაში 9 მოგებით და 4 წაგებით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 3 იანვარს, სტუმრად „ჟუვენტუტ ბადალონასთან“ გამართავს. „გრანადა“ 1 მოგებით და 12 წაგებით ბოლო პოზიციაზეა, ხოლო მომდევნო ტურში 3 იანვარს, „ბურგოსს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090024