მადრიდის „რეალმა“ ფრანკო მასტანტუონოსა და გონსალო გარსიას იანვარში თუნდაც იჯარით გაშვებას არ გეგმავს. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო იტყობინება.
მიუხედავად იმისა, რომ ორივე ფეხბურთელს სათამაშო დრო შეზღუდული აქვს და გავრცელდა ხმები, რომ ისინი შესაძლოა, იჯარით წასულიყვნენ, როგორც ჩანს, „სამეფო კლუბის“ გეგმა ასეთი არაა.
გარსია „იუვენტუსს“ დაუკავშირეს, მასტანტუონოსაც ბევრი მსურველი ჰყავს, მაგრამ სავარაუდოდ, ისინი სეზონს მადრიდში დაასრულებენ.
გონსალო გარსიამ მიმდინარე სეზონში 17 უგოლო მატჩი ჩაატარა, ხოლო მასტანტუონომ 14 შეხვედრაში 1 გოლის გატანა შეძლო.





