მიკელ არტეტა: "ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ისეთი გუნდი დავამარცხეთ, რომელსაც 11-მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა"
ინგლისის პრემიერლიგის მე-19 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ლონდონის „არსენალმა“ ბრწყინვალე ფორმაში მყოფ „ასტონ ვილას“ უმასპინძლა და მეტოქე 4:1 დაამარცხა.
შეხვედრის შემდეგ მიკელ არტეტამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მატჩი შეაფასა.
"გამარჯვებით და მატჩის ხარისხით ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენ ყოველ სამ დღეში გვიწევს თამაში რაც რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. ამ ყველაფერთან ერთად დრეს ჩვენ დავამარცხეთ გუნდი, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია და აქამდე 11-მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა.
საწყისი წუთები ძალიან გაგვიჭირდა და თამაშში 10 წუთის შემდეგ ჩავერთეთ, შემდეგ ბურთზე მეტი კონტროლი მოვიპოვეთ, რამაც ყველაფერი გაგვიადვილა. სხვა თამაშებისგან განსხვავებით დღეს ჩვენ გაცილებით ზუსტები ვიყავით და შექმნილი შანსები გამოვიყენეთ.
"ასტონ ვილა" შესანიშნავი გუნდია, მათ ყველა მოთამაშემ ზუსტად იცის თუ რა უნდა გააკეთოს მოედანზე და ეს ყველაფერი საქმეს უფრო გვირთულებდა. ვფიქრომ დღევანდელ მატჩში გარდამტეხი როლი ინდივიდუალურმა მომენტებმა იქონია, სადაც გაცილებით უკეთესები ვიყავით", - განაცხადა არტეტამ.
შეგახსენებთ, რომ „არსენალი“ 45 ქულით პირველ ადგილზეა და 2026 წელს ლიდერის რანგში შეხვდება, ხოლო „ასტონ ვილა“ 39 ქულით მესამეა.