ფეხბურთი

12:20 | 31.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჟოაო კანსელოს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს

პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და "ალ-ჰილალის" ფეხბურთელი ჟოაო კანსელო ზამთრის სატრანსფერო პერიოდში საუდის არაბეთს დატოვებს და ევროპაში დაბრუნდება. ფეხბურთელი სიმონე ინძაგის გეგმებში არ შედის.

როგორც ცნობილი გამოცემები იტყობინებიან, პორტუგალიელ ფეხბურთელს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს და ამ ყველაფერთან დაკავშირებით ფეხბურთელის აგენტს ჟორჟე მენდეშს მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. "ალ-ჰილალი" მზად არის, რომ ფეხბურთელი იჯარითაც გაუშვას და მისი ხელფასის ნაწილიც თვითონ გადაიხადოს, რადგან ფიქრობენ, რომ ფეხბურთელის მაღალმა ხელფასმა შესაძლოა გარიგება ჩაშალოს.

ჟოაო კანსელომ „ალ-ჰილალში“ 2024 წლიდან 45 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მას კარიერის განმავლობაში „ბარსელონაში“, „ბაიერნში“, „მანჩესტერ სიტიში“, „იუვენტუსში“, „ინტერში“, „ვალენსიასა“ და „ბენფიკაში“ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.092976