ცნობილმა სტატისტიკურმა საიტმა Sofascore-მა საფრანგეთის ლიგა 1-ის წლის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, სადაც თავისი ადგილი "პარი სენ-ჟერმენის" ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამაც დაიკავა.
სიმბოლურ ნაკრებში ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად პარიზული კლუბიდან ვიტინია და ლუკას ბერალდო მოხვდა.
სეზონის საუკეთესო თერთმეტეული შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე - ჯორჯე პეტროვიჩი (სტრასბურგი)
მცველები - არონ დიუნუმი (ტულუზა), რიბეირო (ლილი), ლუკას ბერალდო (პსჟ), ადრიენ ტრიუფერი (რენი).
ნახევარმცველები - ადრიენ რაბიო (მარსელი, მილანი), ანდრეი სანტოსი (სტრასბურგი), ვიტინია (პსჟ).
თავდამსხმელები - ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ), მეისონ გრინვუდი (მარსელი), ამინ გუირი (მარსელი).
ცნობისთვის, Sofascore-ის მიხედვით კვარაცხელიას საშუალო შეფასება 7.27 ქულაა, რაც სიმბოლურ ნაკრებში მოსახვედრად საკმარისი იყო. ვიტინიას საშუალო შეფასება 7.57-ია, ხოლო ბერალდოსი 7.24.






