UFC-ის საშუალო წონის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე მარცხის შემდეგ ბრუნდება და როგორც ცნობილი გამოცემა MMAmania იტყობინება ქართველის მეტოქე ინგლისელი კრისტიან ლეროი დანკანი იქნება.
წყაროს ცნობით, დაპირისპირება 21 მარტს, ლონდონის O2 Arena-ზე შედგება და ის სამრაუნდიანი იქნება.
რომან დოლიძემ ბოლო ბრძოლა აგვისტოში გამართა, სადაც ენტონი ერნანდესთან მეოთხე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დამარცხდა.იქამდე კი, ქართველს კარგი სერიაზე იმყოფებოდა და ზედიზედ სამი ბრძოლა ჰქონდა მოგებული.
რაც შეეხება ლეროი დანკანს, მისი რეკორდი 13 გამარჯვება და 2 მარცხია, ინგლისელმა 10-ჯერ მოიგო ნოკაუტით, ერთხელ საბმიშენით, ხოლო 2 ბრძოლა მსაჯების გადაწყვეტილებით აქვს მოგებული. მან ბოლო ბრძოლა 9 ნოემბერს გამართა, სადაც მარკო ტულიო ნოკაუტით დაამარცხა.







