უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "კაირატის" შემტევი გიორგი ზარია ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კლუბს შეიცვლის.
გიორგის ტრანსფერთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ დაწერა ყაზახურმა გამოცემა vesti.kz-მა. მათი ინფორმაციით, "კაირატსა" და ზარიას შორის უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია და ის კლუბს დატოვებს, რადგან მათ შორის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს და არსებული კონტრაქტი კი დეკემბრის ბოლოს ამოიწურა.
როგორც გამოცემა წერს, გიორგი ზარიას გადაბირებით რამდენიმე ყაზახური კლუბია დაინტერესებული, თუმცა გუნდების სახელები ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ზარია "კაირატის" ღირსებას 2024 წლიდან იცავს, ამ დროში ქართველმა ჯამში 29 შეხვედრაში ითამაშა და თავი 7 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.









