სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

15:32 | 31.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

This is Anfield: "მამარდაშვილმა ფეხით თამაში უნდა გააუმჯობესოს"

ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ This is Anfield-მა საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, სადაც "ლივერპულის" ფეხბურთელების განხილვაზეა საუბარი და ასევე წერია ის კომპონენტები, რომლებზეც მომდევნო სეზონში ფეხბურთელებმა ბევრი უნდა იმუშაონ და გააუმჯობესონ.

სტატიაში გიორგი მამარდაშვილზეც წერია, სადაც ავტორის აზრით ქართველ ფეხბურთელს ფეხით თამაშში აქვს მოსამატებელი.

"გიორგი მამარდაშვილს ალისონის ტრავმებმა შანსი მისცა, რომ "ლივერპულში" სადებიუტო მატჩები ჩაეტარებინა, სადაც მის თამაშში დავინახეთ კომპონენტები, რომლის გაუმჯობესებაზეც მოუწევს მუშაობა. ერთ-ერთი კომპონენტი ფეხით თამაშია და ბურთის სწორად განაწილება. მამარდაშვილმა ამ კომპონენტში გაუმჯობესება უკვე აჩვენა მას შემდეგ, რაც მისმა თანაგუნდელებმა გაიგეს, რომ ის მემარცხენეა, თუმცა მან ამ ასპექტზე კიდევ ბევრი უნდა იმუშაოს", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა "ლივერპულის" კარი 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე, ერთხელ ინგლისის თასზე, ხოლო 5-ჯერ პრემიერლიგაში დაიცვა, საიდანაც კარი მშრალად 3-ჯერ შეინახა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.165529