38 წლის ურუგვაელმა ფეხბურთელმა ედინსონ კავანიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ გვაუწყა.
"დიდი მადლობა ფეხბურთს ყველაფრისთვის. შენ შემქმენი, გამომიწვიე, მასწავლე, რომ დავცემულიყავი და ყოველი ნაბიჯი დამეფასებინა. შენ მომეცი საშუალება, რომ ბავშვობის ყველა ოცნება ამესრულებინა. ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა ჩემი ოჯახის, მეგობრების, თანაგუნდელების, მწვრთნელების და უპირველეს ყოვლისა, გულშემატკივრების გარეშე. ყველა ქვეყანაში და ყველა კლუბში გულშემატკივრების სიყვარული არის ის, რასაც სამუდამოდ მემახსოვრება.
მშვიდობით მივდივარ, იმ სიმშვიდით, რომ ყველა ვარჯიშსა და მატჩში ყოველ ჯერზე მაქსიმალურად ვიხარჯებოდი. შეცდომებით, წარმატებებით, მაგრამ ყოველთვის პატივისცემით ამ პროფესიის მიმართ, რომელმაც ამდენი რამ მომცა", - წერს კავანი.
ედინსონ კავანი ამჟამად "ბოკა ხუნიორის" ფეხბურთელია და სეზონის დასრულების შემდეგ ის კარიერას ოფიციალურად დაასრულებს. ურუგვაელმა კლუბისა და ნაკრების შემადგენლობაში 400-ზე მეტი გოლი გაიტანა და თამაშობდა ისეთ კლუბებში, როგორიცაა: პსჟ, "ნაპოლი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ბოკა ხუნიორსი", "ვალენსია" და "პალერმო". მან ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში 21 ტიტული მოიგო.







