მადრიდის "რეალის" ფრანგი თავდამსხმელი კილიან მბაპე ტრავმირებულია და 2026 წლის დასაწყისს გამოტოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა L’Équipe-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მბაპეს მუხლის ტრავმა აწუხებს, რის გამოც მინიმუმ 3 კვირით უქმობა მოუწევს. ამრიგად ფრანგი მადრიდის "რეალს" "ბეტისის", "ატლეტიკოს", "ლევანტეს" და "მონაკოს" წინააღმდეგ მატჩებში ვერ დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპეს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 24 მატჩში 29 გოლთან ერთად 5 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.





