ფეხბურთი

17:34 | 2.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძემ 2026 წელი საგოლე პასით დაიწყო

ინგლისის ჩემპიონშიფის 25-ე ტურში „უოტფორდმა“ „ბირმინგემ სიტი“ 3:0 დაამარცხა, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძემ წელი საგოლე პასით დაიწყო.

ქართველის გადაცემით მეცხრე წუთზე ანგარიში ტომ ინსმა გახსნა. ეს ჩაკვეტაძის პირველი შედეგიანი მოქმედება იყო მიმდინარე სეზონში.

გიორგიმ მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა და შესვენებაზე შეცვალეს. ინსმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და მატჩის გმირი გახდა, მისმა გუნდმა კი ზედიზედ მესამედ მოიგო.

"უნდა გვჯეროდეს ყველაფრის, რასაც ვაკეთებთ, გვჯეროდეს გუნდის ძალის. დღეს კიდევ ერთხელ ხედავთ ჩვენს შრომას - ლუკა [კიერუმგორი], [ვივალდო] სემედო, ნესტორი [ირანკუნდა], გიორგი [ჩაკვეტაძე], წინა ხაზში ყველა მოთამაშე კარგად თამაშობს, შეტევაშიც და დაცვაშიც. დაცვაში მუშაობა ჩვენი ძალაა. ეს არის ის, თუ როგორ გვინდა ვიბრძოლოთ სეზონის დარჩენილი ნაწილისთვის", - თქვა მთავარმა მწვრთნელმა ხავი გრასიამ.

„უოტფორდი“ 41 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში 4 იანვარს, „ჰალ სიტის“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.156954