ლონდონის „ჩელსიმ“ ენცო მარესკა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა. ინგლისურმა კლუბმა იტალიელის დათხოვნის გადაწყვეტილება ბოლო ხანებში არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო მიიღეს.
მარესკა „ჩელსის“ 2024 წლიდან ხელმძღვანელობდა და გუნდს ორი ტიტულიც მოაგებინა - კონფერენს ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.
ჯერჯერობით, უცნობია, ვინ შეცვლის იტალიელ სპეციალისტს, რომელსაც მანამდე „პარმაში“, „ლესტერსა“ და „მანჩესტერ სიტიში“ პეპ გვარდიოლას ასისტენტად აქვს ნამუშევარი.
„ჩელსი“ პრემიერლიგაში 30 ქულით მეხუთე ადგილზეა და უახლოეს შეხვედრას 4 ინვარს, „მანჩესტერ სიტის“ სტუმრად შეხვდება.





