ფეხბურთი

19:37 | 2.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჟოაო კანსელო სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა

პორტუგალიის ნაკრების მცველი ჟოაო კანსელო მილანის „ინტერში“ დაბრუნებასთან ახლოსაა.

„ალ ჰილალის“ გეგმებში კანსელო აღარ შედის და იანვარში ის ევროპაში დაბრუნდება. ფეხბურთელით „ბარსელონაც“ ინტერესდება, მაგრამ „ინტერი“ უფრო აქტიურობს და ფეხბურთელიც თანახმაა, რომ „ნერაძურიში“ დაბრუნდეს, სადაც ერთი სეზონი უკვე თამაშობდა.

„ინტერი“ დენზელ დუმფრისის შემცვლელს ეძებს, რომელიც 2-3 თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს. იტალიურ კლუბეს ხელფასის სახით მხოლოდ 3 მილიონი ევროს გადახდა შეუძლია, მაგრამ არაბები მზად არიან 4.5 მილიონი ევრო თავად გადაიხადონ და კანსელო გაუშვან.

ჟოაო კანსელომ „ალ-ჰილალში“ 2024 წლიდან 45 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მას კარიერის განმავლობაში „ბარსელონაში“, „ბაიერნში“, „მანჩესტერ სიტიში“, „იუვენტუსში“, „ინტერში“, „ვალენსიასა“ და „ბენფიკაში“ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.09302