ტურინის „იუვენტუსი“ ქენან ილდიზთან და ლუჩანო სპალეტისთან კონტრაქტის განახლებაზე მუშაობს.
როგორც Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება, თურქ ფეხბურთელთან შეთანხმების მიღწევა ახლოსაა, „იუვე“ ქენანს კონტრაქტს 2031 წლის ზაფხულამდე სთავაზობს, სეზონში 6 მილიონი ევროს ანაზღაურებით, რითაც ის გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება ჯონათან დევიდთან ერთად, დუშან ვლაჰოვიჩის გამოკლებით, რომელიც სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.
ილდიზის კონტრაქტი ამჟამად ძალაში 2029 წლის ზაფხულამდეა, მაგრამ ხელფასის სახით მხოლოდ 1.5 მილიონ ევროს იღებს, მაგრამ გუნდის მთავარი ლიდერია და ინტერესიც სხვა კლუბებისგან არ აკლია, შესაბამისად, ტურინელებმა მის შესანარჩუნებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს.
რაც შეეხება სპალეტის, მან გუნდი სეზონის მიმდინარეობისას სეზონის ბოლომდე ჩაიბარა, მაგრამ ორ თვეში მოახერხა კლუბის ხელმძღვანელობა თავისი შესაძლებლობების დარწმუნებაში. „იუვენტუსი“ სპალეტის კონტრაქტს 2028 წლის ზაფხულამდე გაუმჯობესებელი ხელფასით სთავაზობს. სავარაუდოდ, შეთანხმება მალე შედგება და კონტრაქტიც გახანგრძლივდება.
ლუჩანო სპალეტის ხელმძღვნანელობით „იუვენტუსმა“ დღემდე ყველა ტურნირზე 12 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 8 მოიგო, 3-ჯერ ფრეს დასჯერდა და ერთხელ დამარცხდა.





