ფლორენციის „ფიორენტინამ“ ლონდონის „ტოტენჰემიდან“ იჯარით მანორ სოლომონი დაიმატა.
ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. 26 წლის შემტევი „იებს“ სეზონის ბოლომდე იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა, რომლის საფასური 10 მილიონი ევრო იქნება.
სოლომონმა სეზონის პირველი ნაწილი იჯარით „ვილიარეალში“ გაატარა, სადაც 11 მატჩში 1 გოლი გაიტანა, სხვათა შორის, გიორგი მიქაუტაძის პასით. მას ასევე უთამაშია „ლიდსში“, „ფულჰემში“, „შახტარსა“ და „მაკაბიში“.





